Visit our Facebook page
Visit our Instagram profile
Visit our YouTube channel
Visit our LinkedIn profile

ჰარმონიული პირადი ცხოვრება

გახდი ქალი, რომელსაც ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობები აქვს


ვიწყებთ: 16 მარტს

(Early Bird ფასები მოქმედებს 14 მარტამდე!)

რეგისტრაცია

მზად ხარ ტრანსფორმაციისთვის?

4-კვირიანი სიღრმისეული ონლაინ პროგრამა ქალებისთვის, რომლებიც მზად არიან შეწყვიტონ ძველი ტოქსიკური სცენარების გამეორება, დაუბრუნდნენ საკუთარ თავს და გააზრებულად დაიწყონ ცხოვრების ახალი თავი.

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

ნაცნობია შენთვის ეს სიტუაცია?

სადღაც გზაში, სხვებზე ზრუნვასა და „კარგი გოგოს“ როლის თამაშში, საკუთარი თავი დაგეკარგა. შენი ერთი ნაწილი დაიღალა ერთი და იმავე ისტორიების ტრიალით და ხშირად გიჩნდება ფიქრები:


  • „რატომ ვხვდები მუდმივად ერთი და იმავე ტიპის ურთიერთობებში?“

  • „ვიმსახურებ საერთოდ სიყვარულს? ვარ კი საკმარისად კარგი?“

  • „რატომ არის ჩემი ურთიერთობები ხშირად ტოქსიკური, არასტაბილური ან შფოთვით სავსე?“

  • შენი თვითშეფასება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გექცევა პარტნიორი, და გამუდმებით ებრძვი მიტოვებისა და უარყოფის შიშს.


თუ ამ სიტყვებში შენი თავი ამოიცანი, მინდა გითხრა:


საკმარისია! აწიე თავი! ცვლილებების დროა და კეთილი იყოს შენი მობრძანება სივრცეში, სადაც დაიბრუნებ შენს ძალას, გადაწერ შენს ბედს და შეიყვარებ იმ ქალს, რომელსაც სარკეში ხედავ.


რეგისტრაცია

აი, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში ამ პროგრამით


ეს არ არის ზედაპირული რჩევების კურსი. ეს არის სიღრმისეული შინაგანი მუშაობა, რომელიც შენს პატერნებს ფესვებიდან კურნავს.


ამ პროგრამის განმავლობაში შენ:


  • გააცნობიერებ სიღრმისეულად, შენს სიტუაციაზე მორგებით შენი ურთიერთობების სცენარებს და პატერნებს (ქცევით მოდელებს) - და გაიგებ რატომ აღმოჩნდები ხოლმე მუდმივად მსგავს სიტუაციებში.


  • ისწავლი, როგორ დააღწიო თავი ამ ჩაკეტილ წრეს და გააზრებულად შეცვალო ის მოდელები, რომლებიც აქამდე მართავდნენ შენს პირად ცხოვრებას.


  • დაინახავ, რომ შენი პარტნიორი (ან ყოფილი პარტნიორები) არის სარკე შენივე რწმენებისა საკუთარი თავის, მამაკაცების, სიყვარულისა და ურთიერთობების შესახებ - და ისწავლი, როგორ შეცვალო ეს ანარეკლი.


  • გამოიკვლევ კავშირს მშობლებთან ურთიერთობასა და შენს ამჟამინდელ სასიყვარულო სცენარს შორის და ისწავლი, როგორ შეცვალო ეს დინამიკა შენს სასიკეთოდ.


  • თუ ახლა ურთიერთობაში არ ხარ: ჩამოაყალიბებ მკაფიო ხედვას, თუ როგორი ურთიერთობა გსურს სინამდვილეში, შექმნი ჰარმონიული პარტნიორობის შენს პირად „ფორმულას“ და გაიგებ, როგორ აქციო ის რეალობად.


  • თუ ურთიერთობაში ან ქორწინებაში ხარ: ისწავლი ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებას, კონფლიქტების ჯანსაღად მოგვარებას და წყვილში უფრო მოწიფულ, მოსიყვარულე ეტაპზე გადასვლას.


  • ისწავლი საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღებას, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ფასი და ღირსება მთლიანად სხვას მიანდო.


  • იმუშავებ ნეგატიურ ფიქრებზე, მტკივნეულ ემოციებსა და ძველ ტრავმებზე, რომლებიც გამუდმებით აბრკოლებენ შენს პირად ბედნიერებას.

პროგრამა ზუსტად შენთვისაა, განურჩევლად შენი სტატუსისა:



  • თუ ახლა ურთიერთობაში არ ხარ: ჩამოაყალიბებ მკაფიო ხედვას, თუ როგორი ურთიერთობა გსურს სინამდვილეში. შექმნი ჰარმონიული პარტნიორობის შენს პირად „ფორმულას“ და გაიგებ, როგორ მიიზიდო ის შენს ცხოვრებაში.


  • თუ ურთიერთობაში ან ქორწინებაში ხარ: ისწავლი ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებას, კონფლიქტების ჯანსაღად მოგვარებას და წყვილში უფრო მოწიფულ, მოსიყვარულე ეტაპზე გადასვლას.

რეგისტრაცია

როგორ წარიმართება მუშაობის პროცესი?

  • ფორმატი: ონლაინ

  • პროგრამის სტრუქტურა:

    • 4 ჯგუფური სიღრმისეული მუშაობა

    • 4 კითხვა-პასუხის / მხარდამჭერი ვებინარი

    • გაცნობითი და შემაჯამებელი სესიები

    • თემატური ლექციები, რეფლექსიები და პრაქტიკული დავალებები.

    • სულ 10+ ცოცხალი (LIVE) შეხვედრა.

  • ჩანაწერები: ყველა სესია იწერება; თუ პირდაპირ ეთერში დასწრებას ვერ შეძლებ, შეგიძლია მოგვიანებით უყურო.

  • მხარდაჭერა: დახურული ონლაინ ჯგუფი გაზიარებისთვის, კითხვებისა და ურთიერთმხარდაჭერისთვის.

  • ხანგრძლივობა: პროგრამა გრძელდება 4 კვირა.

  • კალენდარი: შეხვედრები ჩატარდება თბილისის დროით საღამოს საათებში 20:00+ სთ-დან.

რეგისტრაციის გავლა

შენ მარტო არ ხარ. მეც გამოვიარე ეს გზა...

მე ვარ თინათინ ბასილაია, EAGT-ის აკრედიტებული დიპლომის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი და ბაირონ ქეითის "სამუშაოს" წარმომადგენელი საქართველოში.


დღეს მე მაქვს ჯანსაღი, სიყვარულით სავსე ურთიერთობა და უსაფრთხო ემოციური კავშირი, რომელიც 10 წელზე მეტია გრძელდება. სადაც შემიძლია ვიყო 100%-ით ის, ვინც ვარ: თავისუფალი, ლაღი, ემოციური, ნაზი და ძლიერი. მაგრამ ეს „თავისით“ არ მომხდარა.


მე თავად გამოვიარე გზა არაერთი იმედგაცრუებით, დაბალი თვითშეფასებით, თავდაჯერებულობის ნაკლებობით და განცდით, რომ საყვარელ ადამიანს ვერასოდეს ვიპოვიდი. მიტოვებისა და უარყოფის შიშით ვიყავი შეპყრობილი.


ის, რასაც ამ პროგრამაში გაგიზიარებ, არ არის მხოლოდ თეორია. ეს არის ჩემი განვლილი გზა - შექმნილი სიღრმისეული შინაგანი მუშაობით, ძველი პატერნების განკურნებითა და საკუთარი თავის მიღებით.

აი, რას ამბობენ პროგრამის მონაწილეები:


"ამ პროგრამაში ჩართვით  გამოვყოფდი პირველად იმას რომ გადავდგი ისეთი ნაბიჯი ჩემს უახლოესს ადამიანთან რომელთანაც წლებია კონტაქტი გაწყვეტილი მქონდა და ამპარტავნობა არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ნაბიჯი პირველს მე გადამედგა .


პატიების მედიტაციის შემდეგ საოცრება მოხდა ჩემში, ცრემლიც კი დავღვარე და გადავდგი ნაბიჯი პატიება ვთხოვე ეს მოხდა ძალდატანების გარეშე და უდიდესი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან  გავბედნიერდიი , შემოვიდა ჩემს სხეულში მზე , დავიწყე თავისუფლად სუნთქვა"

ი.ჯ.

"პროგრამის დაწყებამდე მე არაერთი ტრენინგი და კურსი გავიარე პერსონალური განვითარების
სფეროში.


თეორიულად ვიცოდი, რომ ყველაფერი ის, რაც მინდოდა შემეცვალა სხვაში, პირველ რიგში ჩემში უნდა შემეცვალა. პროგრამა პრაქტიკულად დამეხმარა ამის გაგებაში და დამანახა, რომ ცვლილებები იწყება საკუთარი თავის გაცნობიერებიდან. ჩემი ცვლილებების პირდაპირპროპორციულად შეიცვალა ყველაფერი ჩემს გარშემო. ურთიერთობები გაუმჯობესდა ყველასთან. ბევრად მარტივი და კეთილი გახდა ჩემი ცხოვრება.


„სამუშაოს“ დახმარებით. ფაქტიურად ჩემი სარკეები გახდნენ ადამიანები ჩემს გარშემო. 
ახლა უფრო მეტად თავისუფალი და მშვიდი ვარ შინაგანად. ძალიან ბევრ დადებით მოვლენას ვხედავ ჩემს გარშემო, რასაც მანამდე ვერც კი ვამჩნევდი. უფრო მეტად მადლიერი გავხდი და დავაფასე ის რაც მაქვს."

ლედი ბოჟაძე


აირჩიე შენი ტრანსფორმაციის პაკეტი:
იმოქმედე დროულად! Early Bird ფასები მოქმედებს მხოლოდ 14 მარტამდე!

SILVER

14 მარტის შემდეგ: 889 ₾

699₾
early bird

შეძენა 699 ₾-ად
  • 10 LIVE ონლაინ შეხვედრა

  • თემატური ლექციები

  • დახურულ ჯგუფთან წვდომა

  • სამუშაო რვეულები და მასალები


GOLD

14 მარტის შემდეგ: 1,222 ₾

999₾
early bird

შეძენა 999 ₾-ად
  • ✨ ყველაფერი SILVER პაკეტში

  • 👑 1 x 60 წუთიანი ინდივიდუალური სესია

  • 🚀 პრიორიტეტული უკუკავშირი ვებინარებზე

  • 🔒 მხოლოდ 10 ადგილი!


PLATINUM

ოთხი პროგრამა ერთად (მთელი წელი) 14 მარტის შემდეგ: 3,556 ₾

2,199 ₾
early bird

შეძენა 2,199 ₾-ად
  • ✨ ყველაფერი SILVER პაკეტში

  • ♾️ წვდომა 4-ვე პროგრამაზე:

  • ჰარმონიული პირადი ცხოვრება

  • ცხოვრება მისიით (კარიერა და ფინანსები)

  • სტრესული ფიქრების მართვა

  • საკუთარი თავის მიღება და სიყვარული

მოდი, დავწეროთ შენი ახალი ისტორიაც...


"დავინახე მსხვერპლის როლში ყოფნა სულაც არ არის საჭირო სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მშვიდი, გულწრფელი ურთიერთობებით."

მაკა გორდელაძე

"მე ახლა ვარ ძლიერი, თავდაჯერებული, ვიცი საკუთარი თავის ფასი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ნებაა, როგორც მსურს მასე წავმართავ მას. მჯერა საკუთარი ძალების. მოვიშორე ზედმეტი ვინც და რაც იყო. ახლა ბევრად მტკიცე ვარ. შევიცვალე ასევე ცუდი ხასიათებიც."

მარიამ მჭედლიშვილი

"ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გავხდი მშვიდი, ჩემს თავთან დარჩენის არ მეშინია, არ მეშინია სიმშვიდის, ნდობა მაქვს სამყაროს და უფლის მიმართ. ჩემთავს ვაფასებ და მიყვარს, ვეფერები და ვუსმენ. ეს არის სასწაული ერთიანობის შეგრძნება, რომელიც ჩემშია, რომელსაც სხვაგან არ ეძებ."

ნინო ძიძიგური

“ყველას გირჩევთ ამ გოგოს ნაკადში მოხვედრას. მასთან შეხვედრა დღესასწაულია, ზეიმია, ფეიერვერკია... თინი ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად აკეთებს და სწორედ ეს ბუნებრივობა ხდის განუმეორებელას. გირჩევთ, თქვენც შეიგრძნოთ თინისთან ურთიერთობის ეს საოცარი დღესასწაული."

მაია იორდანიშვილი


ხშირად დასმული შეკითხვები

1. მორცხვი ვარ და არ მიყვარს ჯგუფში საუბარი. დამაძალებთ ლაპარაკს?

2. რა ხდება, თუ ყველა პირდაპირ (LIVE) სესიას ვერ დავესწრები?

არასდროს. შენ ყოველთვის ირჩევ მონაწილეობის დონეს. შეგიძლია ჩუმად უსმინო, წერო ჩატში, ან გააზიარო მხოლოდ მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. დროთა განმავლობაში, ქალების უმეტესობა ჯგუფში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

3. საზღვარგარეთ ვცხოვრობ. დროის სარტყელი პრობლემა ხომ არ იქნება?

პროგრამები გაწერილია თბილისის დროით საღამოს საათებზე, თუმცა ბევრი მონაწილე უცხოეთიდან გვიერთდება უპრობლემოდ. შეხვედრების ჩანაწერები კითდება, თუ რომელიმე ჯგუფურ მუშაობას ვერ დაესწრები, ჩანაწერში შეძლებ ყურებას.

ყველა ვებინარი იწერება. შენ მიიღებ ჩანაწერებს და შეძლებ უყურო შენთვის მოსახერხებელ დროს. შენ მაინც მიიღებ ყველა სავარჯიშოს და შეძლებ კითხვების დასმას ჯგუფში.

4. ადრეც გამივლია თერაპია / სხვა პროგრამები. ეს განსხვავებული იქნება?

ეს პროგრამები აერთიანებს ღრმა შინაგან მუშაობასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. ბევრი მონაწილე მეუბნება: „ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ რეალურად გამოვიყენე“. თუ მზად ხარ გულწრფელი მუშაობისთვის, განსხვავებას აუცილებლად იგრძნობ.

ტრანსფორმაციის ისტორიები

იქნებ შემდეგი შენ ხარ?



"ჰარმონიული პირადი ცხოვრება" საოცარი პროგრამაა, რომელმაც გამომაფხიზლა, საბოლოოდ გამოვერკვიე და მივხდი სინამდვილეში რა მინდა, ვინ არის ის ადამიანი ვისაც ჩემს გვერდით ვხედავ ჩემი მეორე ნახევარი. ცხადად დავხატე მისი პორტრეტი.


თინი თავისი საოცარი აურით არის ფერიასავით ზუსტად იმას გეუბნება რაც გჭირდება.


პროგრამამდე სულ მეგონა, რომ ვიღაც უნდა მყვარებოდა და არც ვფიქრობდი როგორი მინდა იყოს ჩემი მეორე ნახევარი, ამ პროგრამაში გავეცი ამ კითხვას პასუხი და გავაცნობიერე, რომ უნდა იცოდე ზუსტად რა გინდა და სამყარო მოგცემს იმას რაც გინდა თან როცა იცი რა გინდა შენც ხდები ისეთი როგორიც გინდა რომ იყო, ბევრი რამ შევცვალე და გავაცნობიერე დღეს ზუსტად ვიცი, რა მინდა. გავთავისუფლდი ძველი ტოქსიკური ურთიერთობებისგან და ცხადად დავინახე რატომ იყო ტოქსიკური.


ყველაზე მეტად მომეწონა მედიტაციები სადაც უამრავი გაცნობიერება მოვიდა, მათგან გამოვარჩევდი:


1. როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი წინაპრების არჩევნებით ვცხოვრობდი და მივხვდი, რომ ეს პირად ურთიერთობებზეც გადმომქონდა, თავი რატომღაც დედა ტერეზე მეგონა. მაგრამ მივხვდი, რომ ურთიერთობა ორმხრივი პროცესია და მარტო გაცემა და ვიღაცაზე ზრუნვა და შველა არაა ჰარმონიული, უფრო ტოქსიკურს ემსგავსება, როგორც კი გავაცნობიერე მარტივად შევძელი დამენახა აქამდე რატომ არასდროს ყოფილა ჰარმონია ჩემს პირად ურთიერთობებში..


დავამსხვრიე პირადი ცრუ რწმუნებულება, რომ პირად ცხოვრებაში არ მიმართლებს და რომ ვერასოდეს ვიპოვი ისეთ ადამიანს ვინც ქალად მაგრძნობინებს თავს და ისევე ვეყვარები, როგორც მე. ახლა ნამდვილად ვგრძნობ ვიცი და ვხედავ, რომ ესეთი ადამიანი არსებობს და ძალიან ახლოს არის ჩემთან და როცა ორივე მზად ვიქნებით ამ ურთიერთობისთვის სიყვარულის ისტორიის პირველ ფურცელს დავწერთ იმ ათასიდან პირველს, რაც კიდევ წინ გვაქვს.


ძალიან ბევრს გამოვტოვებდი ეს პროგრამა რომ არ გამევლო, საოცარი შესაძლებლობაა, რომ გააცნობიერო და გასცე პასუხი იმ კითხვებს რაც ასე გვაწუხებს ყველას, ყველას ვურჩევდი რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ვუსურვებდი ბევრ გაცნობიერებებს და ბედნიერ ჰარმონიულ პირად ცხოვრებას რასაც ყველა ვიმსახურებთ ნამდვილად მთავარია გამოვუტყდეთ ჩვენს თავს რომ ეს გვჭირდება და დავიწყოთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მთავარი არის გადაწყვეტილება.


მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი დამოუკიდებელი ძლიერი და წარმატებული ქალი, რომელსაც ჰარმონიული პირადი ცხოვრება აქვს, გასცემს ზღვა სიყვარულს სამყაროში და სამყაროც უდიდესი სიყვარულით პასუხობს.


თინის კიდევ ვუსურვებ კიდევ მრავალ ასეთ წარმატებულ და სასარგებლო პროგრამის გაკეთებას და ბევრი ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას, რაც მე ნამდვილად გამოვცადე საკუთარ თავზე.


ანა ალბუთაშვილი

"თინი გავიცანი ჩემი ცხოვრების  ძალიან რთულ ეტაპზე,  სირთულეები მქონდა, პირად ურთიერთობაში, მშობლებთან და დებთან ურთიერთობაში,  კარიერაში ვერ ვითარდებოდი, შვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მეუღლის სამსახურის დაკარგვა და კიდევ უამრავი რამ. ეს პერიოდი ძალიან სტრესული  იყო ჩემთვის და სწორედ ამ დროს გავიცანი თინი და მან როგორც მზის სხივმა, შეაღწია ჩემს დაბინდულ გონებაში და გაანათა ის, დამანახა რომ რეალობა ბევრად უფრო კეთილია ვიდრე მეგონა.

 

ჩვენ ვიმუშავეთ პირად ურთიერთობაზე, შვილის ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელშიც თავს ვიდანაშაულებდი და  მან დამანახა რეალობა რა იყო და ის  რაც ტკივილს მაყენებდა, მხოლოდ ჩემი გონებიდან მოდიოდა. მე შემეცვალა შვილთან ურთიერთობა, მე მხოლოდ  შევცვალე ჩემი დამოკიდებულება და ყველაფერი თავისთავად მოხდა. მისი ქცევები სტაბილური გახდა. ეხლა ვიცი თუ ისევ იქნება რამე მხოლოდ საჭიროა ვიმუშაო და ისევ ჩადგება ყველაფერი თავის ადგილზე.  დავინახე მსხვერპლის როლში ყოფნა სულაც არ არის საჭირო სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მშვიდი, გულწრფელი ურთიერთობებით.

 

თინისთან  მუშაობა არის  უდიდესი საჩუქარი რომელიც შეიძლება თავს გაუკეთო, ამიტომ მე მას რეკომენდაციას ვუწევ. ის არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სულ განვითარების და  სიახლეების მაძიებელი, ის სრულყოფს თავის ცოდნას და ეს უძლიერეს შედეგს იძლევა  მუშაობისას რადგან ის მუშაობის დროს იყენებს უძლიერეს ტექნიკების სინთეზს. მომწონს ის რომ, გრძნობს როდის რა კითხვა გჭირდება, თავს არ გახვევს თავის რჩევებს, შენ თავად პოულობ პასუხებს და აკეთებ დასკვნებს, მიდიხარ პასუხამდე რომელიც გჭირდება იმისთვის  რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნო."


მაკა გორდელაძე



"პროექტის დასაწყისში (საკუთარ თავთან ჰარმონიაში) დავწერე ჩემი პრობლემების შესახებ,აქედან ყველაზე სერიოზული პრობლემა ეხებოდა ჩემს ბრაზს მამის მიმართ და ჯანმრთელობას. მამა დავკარგე 3 წლის წინ, თან ისედაც მთელი ცხოვრება უამრავი პრობლემა მქონდა მამასთან და როცა მოხდა ეს ტრაგედია, ამან საერთოდ გამანადგურა.თითქმის 3 წელი მქონდა დეპრესია, ეს შინაგანი მდგომარეობა ძალიან ცუდად აისახა ჯანმრთელობაზე. ათასი ავადმყოფობა,ოპერაციები,ექიმები.. ბოლო დიაგნოზი დამისვევს დაახლოებით 6 თვის წინ-მკერდში კისტა და 8 ფიბროადენომა(კვანძები). რა თქმა უნდა, ასეთი დიაგნოზის შემდეგ კარგს არაფერს ელოდები. თან ექიმებმაც მითხრეს რომ ტენდენციის შემთხვევაში ამოსაჭრელია და იმის გარანტიასაც არ მაძლევდნენ რომ საერთოდ გაქრება.

მოკლედ,ამ დროისთვის (ანუ პროექტამდე ცოტა ადრე) მე უკვე დავიწყე სერიოზულად ფიქრი ჩემს სულიერ მდგომარეობაზე,ვკითხულობდი სტატიებს ფსიქოსომატიკაზე და ზუსტად სექტემბერში ვნახე თინის პოსტი პროექტის შესახებ (როცა მოვინდომე განკურნება თვითონ სამყარო მეხმარებოდა და ეს პროექტიც საჭირო დროს გამოჩნდა:) ) 


ჩვენი სამუშაოს დახმარებით უფრო ღრმად ჩავეძიე,ვმუშაობდი ჩემს ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემაზე-მამაზე. ვხვდებოდი,რომ ეს დაგროვილი ბრაზი მახრჩობდა, ამდენი უარყოფითი ემოცია ერთად მღუპავდა.
სამუშაოს შემდეგ (ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად) მივიღე ის ტრაგედია,რომელიც დატრიალდა ჩემს თავს, მივიღე მამაჩემი და მისი გადაწყვეტილებაც. მივიღე ყველა ის მოვლენა,რომელიც თავს ცუდად მაგრძნობნებდა. და რაც მთავარია, ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა: "ვინ ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე?" და ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ მე უბრალოდ ვცხოვრობდი ამ ისტორიით, მამაჩემის ისტორიით, რომელიც პრინციპში ჩემიც კი არ იყო და ამაზე ავაწყვე მთელი დრამები,რომლებმაც კინაღამ დამღუპეს.


იმის შემდეგ,რაც მე გავაცნობიერე ეს და მივიღე ყველაფერი ისე,როგორც არის,გავხდი თავისუფალი,ამოვისუნთქე! დავმშვიდდი, ბრაზი აღარ მახრჩობდა... რატომ დავწერე ეს ყველაფერი..


დაახლოებით 2 თუ 3 კვირის წინ ვიყავი ექოზე. ექიმი გაოგნებული ეძებდა კისტას :D რომელიც სადღაც გაქრა)) კვანძებში ტენდენცია საერთოდ არ არის.


ამით იმის თქმა მინდა,რომ არ ჩაითოვოთ გულში წყენა და ბრაზი იმიტომ, რომ ეს შეიძლება აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ჩემს შემთხვევაში ვიცი, რომ ზუსტად ჩემმა ნეგატიურმა ფიქრებმა გამოიწვიეს ყველა ჩემი პრობლემა და როგორც კი მე დავიწყე სხვანაირად ფიქრი, გავაცნობიერე, მივიღე, შევიყვარე ის რაც არის, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და დღეს მე ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი! 


მიყავრხართ ჩემო კარგებო <3 სასწაულები ნამდვილად ხდება,უბრალოდ თქვენ უნდა გქონდეთ ამ სასწაულების მიღების სურვილი და თქვენ აუცილებლად მათ მიიღებთ!


დიდი მადლობა თინის, დიდი მადლობა თქვენ ყველას! დიდი მადლობა იმ ძალას,რომელმაც მომიყვანა აქ!"


დიანა რამაზაშვილი

დროა, აირჩიო საკუთარი თავი

"ჯანსაღი ურთიერთობისთვის ერთი ადამიანია საჭირო, და ეს ადამიანი - შენ ხარ" - ბაირონ ქეითი


შენი ურთიერთობის შესაცვლელად პარტნიორის „გამოსწორება“ არ გჭირდება.


შენ გჭირდება სწორი ინსტრუმენტები - და ნათელი შემდეგი ნაბიჯები.

დარეგისტრირდი დღესვე და დაიწყე ტრანსფორმაციის გზა ჩვენთან ერთად.

რეგისტრაცია
Visit our Facebook page
Visit our Instagram profile
Visit our YouTube channel
Visit our LinkedIn profile
GetResponse